LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი სტუდენტების წარმატება ვენეციის ბიენალეზე

91

ვენეციის რიგით 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, ევროპის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის “პერსონალური სტრუქტურები” ფარგლებში, თბილისის აპ. ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა საგანმანათლებლო პროექტი “გადაიაზრე მომავალი” წარადგინეს. ქართველი სტუდენტების პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურება.

ევროპის კულტურის ცენტრის პროექტის „პერსონალური სტრუქტურები” ფარგლებში, ვენეციაში, ქართველი სტუდენტენის ორგანიზებული გამოფენა 2017 წლის 13 მაისს გაიხსნა და  26 ნოემბრამდე გაგრძელდება.

საექსპოზიციო პროექტები წარმოდგენილია  შემდეგ საგამოფენო სივრცეებში – პალაცო მორში, პალაცო ბემბოსა და ჯარდინი მარინარესაში. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრები საერთაშორისო მნიშვნელობის მხატვრების გვერდითაა განთავსებული.

ევროპის კულტურის ცენტრმა უკვე გამოსცა 400 გვერდიანი კატალოგი, სადაც სამხატვრო აკადემიას დაეთმო ოთხი გვერდი –  ავთანდილ გახოკიძის, მარიამ ოდიშვილის და სალომე ელანიძის ნამუშევრებით. გამოიცა ორი საინფორმაციო  ბუკლეტი და ღია ბარათები.

პროექტი „გადაიაზრე მომავალი”, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისთვის წარმოადგენს პრაქტიკული მნიშვნელობისა  და საბოლოო შედეგზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო მეთოდს. ეს პროექტი არის კონკრეტული ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მაგისტრი სტუდენტების შემოქმედებით, ახალ გარემოში თანამშრომლობისა და  კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები