LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ვარსკვლავების კონცერტმა გერმანიაში ანშლაგით ჩაიარა

75

“ქუჩის ბიჭებმა“ და აჩიკო მეფარიძემ, გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ორი დღის წინ კონცერტი გამართეს. საღამოს წამყვანი, დიზაინერი აჩიკო მეფარიძე იყო. შემოქმედებითი კოლექტივი გერმანიაში ზურა ხაჩიძის მეგობრის, სოფო ჭალაგანიძის მიწვევით გაემგზავრა. ღონისძიებას დაახლოებით 600 ადამიანი დაესწრო, რომელთა უმეტესობა ემიგრანტები იყვნენ.

ზურა ხაჩიძე ბოლო დროს ხშირად მართავს კონცერტებს გერმანიაში, სოფო ჭალაგანიძის და ბესარიონ ეძგვერაძის ორგანიზებით, რისთვისაც შემოქმედებითი ჯგუფი მათ მადლობას უხდის. როგორც ზურა ხაჩიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, “ქუჩის ბიჭების“ და აჩიკო მეფარიძის კონცერტები უკვე ევროპის სხვა ქალაქებშიც დაიგეგმა. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები