LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველის განცხადება ნიუ-იორკში ხეზე: “დავიტოვებ ბავშვებს”

300

“რა განცხადებას არ ნახავ ამ ნიუ იორკში ხეზე გაკრულს”, – წერს ზურა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში და აქვეყნებს განცხადებას, რომელიც ქართულ ენაზეა შედგენილი.

“დავიტოვებ ბავშვებს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს. დაგეხმარებით ბავშვების წაყვანასა და წამოყვანაში” – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელზეც ნომერიცაა მითითებული.

ამ განცხადებაში უჩვეულო არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ნიუ-იორკში, ერთ-ერთ ხეზეა გაკრული.

პოსტის კომენტარებში ვარაუდობენ, რომ ქართველი აშშ-ში ახალი ჩასულია და დარწმუნებულია ამერიკაში ძალიან ბევრი ქართველია ან/და ამერიკელებიც შიგადაშიგ ქართულად ლაპარაკობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები