LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა კადეტებმა მსოფლიოზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

103

სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, კადეტ ძიუდოისტთა შორის, მედლები გუნდურ ასპარეზობაში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში იტალია დამაჯერებლად 6-2 დაამარცხა.

უაღრესად დაძაბული გამოდგა იაპონიასთან შეხვედრა, რომელშიც ქართველები 0-3 აგებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში შეხვედრა 4-4 დასრულდა და დამატებითი იპონების მაჩვენებლით საქართველოს ნაკრები გავიდა ნახევარფინალში.

სამწუხაროდ, ფინალის საგზური ჩვენებმა ვერ მოიპოვეს და რუსეთთან დამარცხდნენ. ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში კი გიორგი ყიზილაშვილის გუნდმა გერმანიის ნაკრებს 4-3 აჯობა და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველებმა ოთხი მედალი მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონი ლაშა ბექაური (-73კგ) გახდა. ვერცხლის მედლებს ლუკა კაპანაძე (-55კგ) და სოფიო სომხიშვილი დაეუფლნენ (+70), ხოლო ბრინჯაო მარიამ ჭანტურიამ (-63კგ) მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები