LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მესაზღვრეებმა დაღესტნის ტერიტორია უკვე დატოვეს

71

ორმა ქართველმა მესაზღვრემ დაღესტნის ტერიტორია უკვე დატოვა. მესაზღვრეების გადმოცემა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე 27 ივნისს გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდნენ.

„გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ,“ – აცხადებენ სამინისტროში.

შსს-ს ცნობით, მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე განახორციელებს ინციდენტის დეტალურ გამოკვლევას და ყველა შესაბამის პროცედურას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები