LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მოჭადრაკემ რუსი მეტოქე დაამარცხა – „ძალიან სიმბოლურია…“

69

თათული მახარაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს რიგის საჭადრაკო ჩემპიონატიდან, სადაც ქართველმა მოჭადრაკემ, ლუკა ობოლაძემ, რუსი მეტოქე, ანდრეი ესპიენკო დაამარცხა. პოსტის ავტორის თქმით, დღევანდელ დღეს, 7 აგვისტოს, ეს სიმბოლური გამარჯვებაა

„ძალიან სიმბოლურია, რომ ლუკა სწორედ დღეს, 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღზე, რიგის საუნივერსტეტო საჭადრაკო ტურზე, რუს მეტოქეს, საკმაოდ ძლიერ და მაღალ რეიტინგულ მოჭადრაკეს, ანდრეი ესპიენკოს (GM) შეხვდა და თანაბარი ბრძოლა ყაიმით დაასრულა!

ამ ტურის მოგება, ლუკას ალბათ ყველაზე მეტად უნდოდა, მაგრამ მთავარია, საკუთარი ძალა აჩვენა და მეტოქეს გამარჯვების უფლება არ მისცა!

#რუსეთივერგვამარცხებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები