LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მოსწავლეებმა GENIUS-ის ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

108

18 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო ოლიმპიადა – GENIUS 2017-ის ფინალში მონაწილეობის მისაღებად ჟიურის მიერ წელს 5 ქართველი მონაწილე შეირჩა.

11-დან 17 ივნისის ჩათვლით გამართულ დასკვნით ტურზე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა ლიზი შენგელიამ და ახალგაზრდა მეცნიერებმა: მარიამ არაბიძემ და შოთა მეიფარიანმა საპრიზო მედლები მოიპოვეს.

ლიზის პროექტმა ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და იგი ოქროს მედლის მფლობელიც გახდა, ხოლო ეკოლოგიის მიმართულებით მომზადებულმა პროექტმა მარიამსა და შოთას ვერცხლის მედლები მოუტანა.

GENIUS-ის ოლიმპიადა ყოველწლიურად  ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის ფინალი ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება და იგი ონტარიოს ტბის ნაპირებზე, აშშ-სა და კანადას შორის ტარდება. ოლიმპიადა ტრადიციულად რამოდენიმე ეტაპს მოიცავს და იგი მსოფლიოს ნიჭიერ ახალგაზრდებს უყრის თავს. პროექტი  GENIUS გარდა იმისა, ავლენს ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს, ასევე ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსთან დაკავშირებული საკითხების აღქმას მეცნიერების, ხელოვნების, კრეატიული წერის, ინჟინერიის, დიზაინის მეშვეობით.

წელს ოლიმპიადაზე მსოფლიოს 65 ქვეყნა იყო წარმოდგენილი. 1500 პროექტიდან კი ფინალში 500-მდე ნამუშევარი გადავიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები