LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მოსწავლეებმა ირანში ორი მედალი მოიპოვეს

35

ირანში, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ორი მედალი მოიპოვეს.

ორი ვერცხლის მედალი გიორგი კლდიაშვილმა და ნიკა ბირკაძემ მოიპოვეს.

“მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 ვერცხლი აიღო, გიორგი კლდიაშვილმა (დემირელის კოლეჯის მე-11 კლასი, მზიური) და ნიკა ბირკაძემ (კომაროვი, მე-9 კლასი, მზიური). 22 წელია მსოფლიო ოლიმპიადებზე ნაკრებს ვხელმძღვანელობ და ასეთი რთული ოლიმპიადა არ მახსოვს. ასე, რომ ეს შედეგი ძალიან კარგად შეიძლება ჩაითვალოს. ცხადია, როგორც ყოველთვის მეტი გვინდოდა, მაგრამ ეს ძალიან რთული და მაღალი დონის შეჯიბრებაა და აქ ასეთი შედეგის მიღწევა ნამდვილად საამაყოა”. – განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა გოჩა მანდარიამ.

ივლისის თვეში ნაკრები ცენტრალური ევროპის ოლიმპიადაშიც მონაწილეობდა, სადაც ასევე მედლები დაიმსახურა.მალე ეროვნული ნაკრები კიდევ ერთ ოლიმპიადაზე გაემგზავრება, სადაც ნაკრებს კიდევ რამოდენიმე მედლის აღების იმედი აქვს.