LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მსახიობმა მონიკა ბელუჩი წვერ-ულვაშით მოხიბლა – ჩამოვა თუ არა საქართველოში იტალიელი ვარსკვლავი

137

მსახიობმა ედმონდ აბაშიძე-მინაშვილმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ცნობილ იტალიელ ვარსკვლავთან, მონიკა ბელუჩისთან ერთად არის გადაღებული. ფოტოს ასეთი წარწერა აქვს: „დაპატიჟებულია თბილისში. ჩვენი დაიკო მონიკა“.

კომენტარებში მსახიობი წერს, რომ მონიკა ბელუჩის თბილისში აგვისტოში უმასპინძლებს.

დავინტერესდით, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ეს ამბავი.

ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი:

მონიკას დღესაც შევხვდი, გავიცანი რამდენიმე დღის წინ, ერთ საქმეზე ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებუთ კანში, მე ჩემი პროექტით ვარ, ის ოფიციალური სტუმარია, ძალიან მოწონს ჩემი წვერ-ულვაში (იღიმის).

მართლა შესთავაზეთ სტუმრობა?

შევთავაზე სტუმრობა და მოეწონა იდეა, დანარჩენი მოლაპარაკებისა და მომავალი ურთიერთობის თემაა, ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია, სურვილი არის!..

საქართველოს შესახებ იცოდა რამე?

არა…

გააგებინეთ?

ნუ, უკვე კი. უკვე იცის…

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები