LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველთა მარში: აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს

33

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ქართველთა მარში მიმდინარეობს.

აქცია-მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე შეძახილებით მიმდინარეობს. აქციას ფონად ორგანიზატორების სკანდირების გარდა, ბაში-აჩუკიდან სიმღერა “მხედრული” გასდევს.

მსვლელობა #24-ე სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო და „მარჯანიშვილის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება. ამ დროისთვის გზის აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ საქართველოში საემიგრაციო კანონის სასწრაფოდ მიღებას, რომლის მიხედვითაც,  მაქსიმალურად გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება და მოქალაქეობის მინიჭების პროცესი.

მათი მოთხოვნის ნუსხაში უცხოელების საქართველოში შემოსვლის შეზღუდვის და მათი მკაცრად გაკონტროლების გარდა, “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვაც შედის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები