LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართველთა მარში” ფაშისტური იდეების გაღვივების მცდელობაა – თამარ კორძაია

108

„ქართველთა მარში“ ფაშისტური იდეების გაღვივების მცდელობაა, ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით,  “ქართველთა მარში” არის მოსკოვში დამკვიდრებული “რუსული მარშის” ანალოგი.

„სამარცხვინოა, რომ საქართველოში სწორედ რუსული სცენარით მოქმედებენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ჯგუფები,“ – აცხადებს კორძაია.

დღეს ამავე თემაზე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა. მისი თქმით, „ქართველთა მარში“ სინამდვილეში არის ანტიქართული რუსული მარში, რომლის მიზანი საქართველოს დასუსტება და ქვეყანაში ანტიდასავლური სენტიმენტების გაღვივებაა.

მსვლელობის ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძეა, “ქართველთა მარში” აღმაშენებლის გამზირზე დღეს 20 საათზე დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები