LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქათმის გრიპის გამო აზერბაიჯანში ირანიდან ქათმის შეტანა აიკრძალა

95

აზერბაიჯანში, „ქათმის გრიპის“ ეპიდემიასთან დაკავშირებით, ირანიდან მეზობელ ქვეყანაში ცოცხალი ქათმებისა და ქათმის პროდუქტების შეტანა დროებით აკრძალულია.

გამოცემა აზერბაიჯანის ვეტერინარული კონტროლის სახელმწიფო სამსახურის განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ქათმის გრიპთან დაკავშირებით ირანში 25 მილიონი ფრინველი განადგურდა.

იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი გადამფრენი ფრინველების გზად მდებარეობს, მოცემული დაავადების გავრცელების აღსაკვეთად, ვეტერინარული კონტროლის სახელმწიფო სამსახურმა ფერმერებსა და საოჯახო საფრინველო მეურნეობების მქონე მოქალაქეებს ურჩია, რომ ფრინველი ჩაკეტილ პირობებში ამყოფონ.

არსებული ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკმა აზერბაიჯანს ქათმის გრიპის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად 50 ათასი დოლარი გამოუყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები