LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქავთარაძის ქუჩაზე პროკურორ ვახტანგ ქირიას ახლობლები იმყოფებიან

33

ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, ვახტანგ ქირიას ახლობლები არიან შეკრებილები. მათ იმ კორპუსთან მისვლის საშუალება არ ეძლევათ, სადაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი.

შემთხვევის ადგილი ლენტებითაა შემოღობილი, ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. ასევე ადგილზე იყვნენ შს მინისტი გიორგი მღებრიშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ვახტანგ ქირიას შვილი აცხადებს, რომ არაფერი ინფორმაციას არ ფლობს და მომხდარის შესახებ მედისგან შეიტყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე 35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველები ჯერ კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ვერ პოულობენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს.

“კურიერის” ცნობით, ქირიას ოჯახი კომენტარს არ აკეთებს და შესაძლო ვერსიებზე არ საუბრობს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა განიხილება. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. ასევე ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა.

წყარო “ინტერპრესნიუსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები