LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქეჩოში წავლებულს მოათრევენ იმ კაცს, რომელიც ჩვენი პრეზიდენტი იყო”

91

უკრაინაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სკანდალურ გადაკავებას რესტორანში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

ზოგი წერს, რომ ამ მომენტს 9 წელი ელოდა, ზოგს მისი დასჯა სურს, ხალხის ნაწილს კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ასე დაკავება არ მოსწონს.

ამასთან “ფეისბუქ” მომხმარებლების ინტერესი გავრცელებული კადრებიდან სხვადასხვა დეტალმა მიიპყრო.

“ეს დაულეველი ჩაი მიშას ისტორიის განუყრელი ნაწილი გახდა” – წერს ქიბარ ხალვაში და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მაგიდასთან, ჩაით სავსე ფინჯანი დგას.

ამასთან ქიბარ ხალვაში ხუმრობს, რომ ჯობდა სააკაშვილი მელოტი ყოფილიყო…

ქილიკის მიუხედავად, არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის „ქეჩოში ხელის წავლება“ კარგი ტონი არ არის.

„ეჰ, შაყირი – შაყირად და მართლა გული ჩამწყდა იმის ნახვაზე, როგორ ქეჩოში წავლებულს მოათრევს სპეცნაზი იმ კაცს, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენი პრეზიდენტი იყო 😞

მაგრამ განა თავად არ მოიჯაყა თავი?

განა თავად არ იქცა დასავლური დემოკრატიის ნორმების დამცველიდან – კანონის და სამართლის უზურპატორად?

განა თავად არ დანერგა კანონის უზენაესობის ნაცვლად ძალადობის უზენაესობა?

განა თავად არ გაამეფა ჩადებების და შეთითხნილი საქმეების კულტი?

განა თავად არ დანერგა “ნულოვანი ტოლერანტულობა”?

განა თავად არ მოიგონა “ღამის ნოტარიუსები”, ბიზნესის მასიური რეკეტი და სახელმწიფო ტერორი?

განა თავად არ შეუწყო ხელი სასჯელაღსრულების დაწესებულებების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ადგილად ქცევას?

განა მის გარეშე ხდებოდა პირად ცხოვრებაში ჩარევის ათასობით ფაილების გადაღება და კომპრომატად მოგროვება?

განა თავად არ გახადა საპროცესო შეთანხმებები ბიუჯეტში ყველაზე დიდი შემოსავლების მუხლად?

განა თავად არ გააგრძელა და უმაღლეს საფეხურზე არ აიყვანა არჩევნების გაყალბება?

განა თავად არ დადგა “მოდელირებული ქრონიკა”?

განა თავად არ მიართვა, საკუთარი უგუნური ცანცარით –

რუსეთს ხონჩით კოდორის ხეობა, სამაჩაბლო, და აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების საუკეთესო შანსი?

განა თავად არ გაცვალა საქართველოს მოქალაქეობა ოდესის გუბერნატორობაში?

განა თავად არ დათმო ქართველი პოლიტიკოსის იმიჯი უკრაინელი პოლიტიკოსის იმიჯის სანაცვლოდ?

განა თავად არ იძახდა ორიოდ დღის წინ – “ამოვიდა ყელში…ნუ გააჭირეთ საქმე ამ გირგვლიანითო?

განა მისივე ძმაკაცები, დაქალები და ამფსონები არ უძახიან დღეს მატყუარას, ისტერიჩკას, ტოქსიკურ და ბოროტ კლოუნს?

ეჰ, მარშალი ბეტანკურის არ იყოს, კარგად დაიწყო და როგორ …“, – წერს პროფესორი ზვიად კირთავა.

ფაქტს ეხმაურება, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძეც. მისი თქმით, გუშინ რაც მოხდა ეს ბევრს აღარაფერს ნიშნავს უკრაინისთვის და არც სააკაშვილისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები