LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქედაში ხანძარია – ხანძრის მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია

42

ქედაში, სოფელ ორცვასა და სოფელ ძენწმნის მიმდებარედ, უკანტეხილის ტერიტორიაზე ბუჩქნარი იწვის.

ამის შესახებ ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ, განაცხადა.

გორგილაძის თქმით, ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება. ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.

უწყების ცნობით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ხანძარი სოფლებიდან შორს ფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები