LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით ბლანშეტი „კანის კინოფესტივალზე” იმავე კაბით მივიდა, რაც „ოქროს გლობუსზე“ წლების წინ ეცვა (ფოტო)

292

ქეით ბლანშეტი კანის რიგით 71-ე ცერემონიის მთავარი მასპინძელია. წელს ის ჟიურის თავმჯდომარეა და თითქმის ყველა საკონკურსო ფილმის პრემიერას ესწრება. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა კინოფესტივალის გახსნის პირველი დღე, სადაც ოსკაროსანი მსახიობი „არმანის“ ულამაზესი შავი კაბით გამოჩნდა. კაბა კი ბლანშეტს 2014 წელს უკვე ეცვა, მაშინ ის „ოქროს გლობუსის“ მფლობელი გახდა ფილმისთვის „ლურჯი ჟასმინი“. საინტერესოა, რომ A-კლასის ვარსკვლავების გამოჩენა ერთი და გივე სამოსში დიდი იშვიათობაა, ამდენად დღეს დასავლური პრესა ქეითის უცნაურ არჩევანზე წერს.

კაბა, რომელიც „არმანის“ მოდის სახლმა 2014 წელს სპეციალურად ქეითისთვის შექმნა, შავი მაქმანებით, ძვირფასი თვლებთა და ულამაზესი ორნამენტებითაა დატვირთული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები