LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით და უილიამი პიპა მიდლტონის წინა საქორწინო წვეულებაზე იმყოფებოდნენ

33

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი პიპა მიდლტონის ტრადიციულ წინა საქორწინო წვეულებას დაესწრნენ, სადაც პიპას საქმროს, ჯეიმს მეთიუზის ოჯახი გაიცნეს. სპეციალურად ამ საღამოსთვის ქეითმა Alice Temperley Peony-ს ყვავილების პრინტით გაწყობილი კაბა შეარჩია, უილიამმა კი უპირატესობა თავისუფალ სტილს მიანიჭა: ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ჯინსებსა და პერანგში გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ პიპას და ჯეიმს მეთიუზის ქორწილი მაისში გაიმართება. ჰერცოგინას და ამ დღისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა და იმედოვნებს, რომ ის უმაღლეს დონეზე ჩაივლის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები