LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით ჰოლმსი გადასაღებ მოედანზე ჟაკლინ კენედის როლში (ფოტო)

652

ქეით ჰოლმსი ტორონტოში იმყოფება, სადაც ახალი მინი-სერიალის, Kennedys-ს გადაღებები მიმდინარეობს. სერიალში 37 წლის ჰოლმსი ჯაკლინ კენედის როლს ასრულებს. გადასაღებ მოედანზე მსახიობმა რამდენიმე კოსტიუმი გამოიცვალა. ყველაზე საინტერესო კი გახლდათ ჰოლმსის გამოჩენა მოკლე თეთრი კაბით, რომელიც ჟაკლინის სავიზიტო ბარათი იყო.

გადასაღებ მოედანზე ჰოლმსთან ერთად ჩანს მეთიუ პერიც, რომელიც სერიალში ტედ კენედის როლს ასრულებს. ფოტოებზე, ასევე, ჩანს მსახიობი ალექსანდერ სიდიგი, რომელიც სერიალში ჟაკლინ კენედის მეორე მეუღლის, არისტოტელ ონასისის როლს ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები