LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი ერთნაირ შავ სამოსში გამოჩნდნენ (ფოტო)

megan-3

პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. მასშტაბურ ღონისძიებაზე პრინცმა უილიამმა, ჰარიმ, ქეით მიდლტონმა და მეგან მარკლიმ ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მოგვიანებით კი სამეფო ოჯახის წევრებმა, დედოფალ ელისაბედთან ერთად აღლუმს კენსინგტონის სასახლის აივნიდან მიადევნეს თვალი.

ამჯერად ქეით მიდლტონმა და მეგან მარკლიმ არჩევანი ერთნაირ სამოსზე გააკეთეს. ქეითი „ალექსანდრე მაკქუინის“ შავი ფერის პალტოში იყო გამოწყობილი, რომელსაც თეთრი დეტალები ამშვენებდა. მეგანს კი „ჟივენშის“ შავი ფერის პიჯაკი ეცვა, რომელიც კარგად მალავდა მის ორსულობას. ცხადია ორივეს შლაპები ეხურათ და სამოსზე ამ დღის ხსოვნისადმი მიძღვნილი ემბლემა ბროშის სახით ჰქონდათ დატანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები