LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი შვილებთან ერთად გერმანიას ეწვივნენ

95

კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ევროპული ტურნე გრძელდება. პოლონეთის შემდეგ სამეფო ოჯახი გერმანიას ესტუმრა. ცნობილ ოთხეულს ბერლინის აეროპორტში არა მარტო ოფიციალური წარმომადგენლები, არამედ თაყვანისმცემლებიც დახვდნენ.

ტრაპზე გადაღებული პირველივე კადრებიდან ჩანს, რომ პრინც ჯორჯს მსგავსი ვიზიტები არც ისე ძალიან ხიბლავს, ის ბევრს ჭირვეულობდა, განსხვავებით თავისი დისგან, რომელიც გაცილებით მშვიდად გამოიყურებოდა.

გერმანული ვიზიტისთვის ქეითმა უპირატესობა ლურჯ კაბას მიანიჭა, შარლოტას ჩაცმულობა კი დედის ვიზუალს იყო მოხდენილი და ორივე ერთად საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა.

ქეითი და უილიამი უკვე შეხვდნენ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. მათ ასევე დაგეგმილი აქვთ შეხვედრა პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. სამეფო წყვილი გერმანიაში მდებარე დიდი ბრიტანეთის საელჩოსაც ეწვევა, სადაც ელიზაბედ მეორის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ვახშამი გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები