LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი შვილებთან ერთად სანტას ესტუმრნენ (ფოტო)

59

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი შობას  სიახლეებით ხვდება. გაზაფხულზე პრინცი ჰარი მეგან მარკლიზე იქორწინებს, ქეით მიდლტონი კი მესამე შვილს ელოდება. ამჯერად კი პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი კენსინგტონში, შობისთვის შვილებთან ერთად ემზადებიან. უქმეებზე მონარქები 4 წლის ჯორჯთან და 2 წლის შარლოტასთან ერთად ყინულის მოედანს ესტუმრნენ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა სამეფო ოჯახს ამ შემადგენლობით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვხედავთ. უილიამმა და ქეითმა შვილებთან ერთად ყინულზე სრიალი, ატრაქციონებზე გართობა, ნაყინის მირთმევა და სანტას მონახულებაც მოასწრეს.

ინტერნეტში პრინცი უილიამის, ქეით მიდლტონის, პრინც ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას უამრავი სახალისო ფოტო მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები