LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი „ერდემის“ ულამაზეს კაბაში (ფოტო)

54

ქეით მიდლტონი მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში ვიზიტის შემდეგ ამჯერად ვიქტორიასა და ალბერტის სახელობის მუზეუმს ესტუმრა. კემბრიჯის ჰერცოგინიამ არჩევანი საყვარელი ბრენდის, „ერდემის“ კუბოკრულ კაბაზე გააკეთა. ასიმეტრიული ფორმის, ტანზე მომდგარ კაბას ქამარი და ბროში ამშვენებდა. საინტერესოა, რომ ყველა აქსესუარი მიდლტონმა სწორედ „ერდემის“ კოლექციიდან შეარჩია.

საინტერესოა, რომ მიდლტონი მუზეუმის პატრონაჟსაც ეწევა და ამდენად მისი ხშირი სტუმარია. მან ფოტოგამოფენაც გახსნა, სადაც 800-მდე ფოტოსურათია წარმოდგენილი. უკვე ცნობილია, რომ მიდლტონი 12 ოქტომბერს პრინცესა ევგენიას ქორწილის მასპინძელი იქნება. პრინცი ჯორჯი და შარლოტა კი კვლავ მეყვავილეების როლს შეითავსებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები