ქეით მიდლტონი ფავორიტი ბრენდის კოპლებიან კაბაში (ფოტო)

54

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა კენსინგტონის სასახლეში თინეიჯერებს დახურულ წვეულებაზე უმასპინძლეს. პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ავსტრალიური ტურნეს დროს უილიამი და ქეითი ისვენებენ, კენსინგტონის სასახლეში კი მათ დახურულ წვეულებაზე BBC Radio 1 Teen Hero Award-ის ფინალისტებს უმასპინძლეს. მათ შორის იყო 14 წლის ლილი, რომელიც წლებია შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსს ატარებს. 16 წლის სიენა, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობით სხვა სტუდენტებს ეხმარება. 14 წლის ჯუნიორი, რომელიც ბულინგის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის აქტივისტია.

კენსინგტონის სასახლეში მიდლტონმა არჩევანი საყვარელი ბრიტანული ბრენდის, Whistles-ის კოპლებიან კაბაზე გააკეთა, რომელიც 149 ფუნტი სტერლინგი ღირს. ეს ბრენდი განსაკუთრებულად პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ქეით მიდლტონი მისი მომხმარებელი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები