LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი ინდური ბრენდის კაბაში გამოჩნდა (ფოტო)

559

მომავალ კვირას პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ინდოეთში მიემგზავრებიან. იქმადე კი სამეფო წყვილმა კენსინგტონის სასახლში სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც ინდოეთიდან  ბრიტანეთში სასწავლებლად არიან ჩასულები. სტუდენტებთან ქეით მიდლტონმა ტრადიციებზე, ინდურ სამზარეულოსა და ამინდზე ისაუბრა.

უკვე ცნობილია, რომ ვიზიტისას მიდლტონს ნათელი ფერის სამოსი ეცმევა, რომელიც ადგილობრივი დიზაინერის მიერაა შექმნილი. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ქეითი პუბლიკის წინაშე ცნობილი ინდური ბრენდის Saloni-ის სამოსით გამოჩნდა. სტუდენტებთან შეხვედრაზეც მიდლტონს ამ ბრენდის ლურჯი ფერის კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 500 ფუნტი სტერლინგია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები