LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი ლუქსემბურგს ესტუმრა

138

ქეით მიდლტონი ლუქსემბურგს „Brexit-ის ელჩის“ რანგში ესტუმრა. კემბრიჯის ჰერცოგინიას ვიზიტი ქვეყნის დამოუკიდებლობის 150 წლისთავს ეძღვნებოდა და ის ერთდღიანი იყო.

პროგრამის ფარგლებში, პრინცის მეუღლემ ბრიტანელი მხატვრების გამოფენა და ველოსიპედის ფესტივალი მოინახულა.

ქეითს Emilia Wickstead-ის ცისფერი კაბა-პალტო ეცვა, ფეხზე კი კრემისფერი ქუსლიანი ფეხსაცმელი და ამავე ფერის ხელჩანთა ეჭირა. როგორც ყოველთვის, მიდლტონი გემოვნებიანად და სადად იყო ჩაცმული, გარშემომყოფები კი მისით აღფრთოვანებულები.

აღსანიშნავია, რომ პრინცის მეუღლისთვის ეს რიგით მეორე ოფიციალური „სოლო“ გასვლა იყო საზღვარგარეთ. 2016 წლის ოქტომბერში ქეითი ჰოლანდიას სტუმრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები