LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი მშობიარობას კენსინგტონის სასახლეში გეგმავს

42

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეით მიდლტონი ორსულად არის, ის საზოგადოებაში არ გამოჩენილა. მიზეზი ორსულობასთან დაკავშირებული ტოქსიკოზის მწვავე ფორმაა, რომლის გამოც ის პრინც ჯორჯთან ერთადაც კი ვერ წავიდა პირველ სასწავლო დღეს სკოლაში.

ინსაიდერის ცნობით, მიდლტონი სერიოზულად დაფიქრდა იმაზე, რომ მესამე შვილი სასახლეში გააჩინოს, რადგან წინა ორი მშობიარობის დროს, რომელმაც კლინიკაში ჩაიარა, პრესისგან ის ზედმეტად დიდ ზეწოლას გრძნობდა. ამჯერად კი მას უფრო კომფორტული და წყნარი სიტუაცია სურს.

გარკვეულ პერიოდამდე, სახლში მშობიარობა სამეფო ოჯახში ნორმად მიიჩნეოდა. მაგალითად, ელისაბედ მეორის ვაჟიშვილები ბუკინგემის სასახლეში დაიბადნენ. 70-იან წლებში კი, ტრადიცია პრინცესა ანამ დაარღვია, რომელმაც ლონდონში მდებარე წმინდა მარიას სახელობის კლინიკაში იმშობიარა. ქეითს კი ერთადერთი მიზეზი აქვს – პრესა.

პრინცესა შარლოტას დაბადების შემდეგ, მისი სტილისტი ჩუმად შეიპარა შენობაში, რათა გამოწერამდე ქეითისთვის ვარცხნილობა გაეკეთებინა. ამის შემდეგ მიდლტონს გაუკეთეს მაკიაჟი, ჩაიცვა ქუსლიანი ფეხსაცმელი და გამოვიდა კლინიკიდან, სადაც მას მილიონობით ადამიანი ელოდებოდა. სასახლეში მშობიარობა კი მას სწორედ ამ ყველაფერს აარიდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები