LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი ოჯახთან ერთად დედოფლის ოფიციალურ სადილს დაესწრო

63

ტრადიციულად, შობის წინა დღეებში დედოფალი ელისაბედ მეორე თავისი ოჯახის წევრებისთვის სადღესასწაულო სადილს მართავს. სწორედ ამ მიზეზით, პრინცები უილიამი და ჰარი, ასევე ქეით მიდლტონი, პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერი და ოჯახის სხვა წარმომადგენლები ბუკინგემის სასახლეს ესტუმრნენ.

ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, „რეინჯ როვერის“ წინა ადგილებზე პრინცი ჰარი და უილიამი სხედან, ამ უკანასკნელს სათვალე უკეთია და საჭეს მართავს.  უკან კი ქეითი შვილებთან ერთად ზის.

ტრადიციულად, საშობაო სადილი სანდრინგემის სასახლეში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს ქეითი და უილიამი შვილებთან ერთად ჰერცოგინას მშობლებთან, მაიკლ და კეროლ მიდლტონებთან შეხვდებიან. ჯორჯისთვის და შარლოტასთვის ეს პირველი შობა იქნება, რომელსაც ისინი იმ სახლში გაატარებენ, სადაც მათი დედა გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები