LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი სახლში 23 კაციანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით იმშობიარებს

32

ცნობილი ხდება, რომ ქეით მიდლტონმა შესაძლოა, აპრილში სახლში იმშობიაროს. როგორც სანდო წყაროზე დაყრდნობით სხვადასხვა გამოცემები წერენ, ეს სტრესისგან და ჟურნალსტებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება იქნება.

ცნობილია, რომ ქეითის მშობიარობას იმავე გუნდს მიანდობენ, რომელმაც მიდლტონის პირველი და მეორე მშობიარობა მიიღო. წმინდა მერის სახელობის ჰოსპიტალიდან კენსინგტონის სასახლეში ან სანდრინგემში შესაძლოა კვლავ გინეკოლოგი ალან ფარტინგი, კრიტიკული ორსულობისა და მშობიარობის მართვის სპეციალისტი, გაუ ტორნ ბისტონი და ნეონატოლოგი სანიტ გოდამბე მიიწვიონ. გუნდს ასევე შეუერთდება  სამეფო ოჯახის პირადი ექიმი, ჰუვე ტომასი. საერთო ჯამში კი ქეითის პირველ და მეორე მშობიარობას 23 კაციანი სამედიცინო პერსონალი ესწრებოდა. სავარაუდოდ ეს პერსონალი უკვე სასახლეში გადაინაცვლებს.

ეს არაა პირველი შემთხვევა სამეფო ოჯახისთვის. თავის დროზე დედოფალი ელისაბედიც ქვეყანას სახლის პირობებში მოევლინა. პრინცი ჩარლზი, ენდრიუ და ედვარდიც ბუკინგემის სასახლეში დაიბადნენ, პრინცესა ანა კი, კლარენს-ჰაუსში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები