LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი სამზარეულოში საჭმელს პრინც ჯორჯთან ერთად ამზადებს

65

დედის მთავარი „დამხმარე“ სამზარეულოში, რა თქმა უნდა, შვილია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, „დახმარება“ქაოსად იქცევა ხოლმე. ქეით მიდლტონმა განაცხადა, რომ როდესაც პატარა პრინცი ჯორჯი დედასთან ერთად სამზარეულოში რამეს ამზადებს, გარშემო სრული არეულობაა.

ლუტონში ვიზიტისას პრინცესა დაესწრო კულინარიულ გაკვეთილს ბავშვებისთვის, ერთ-ერთ სოციალურ ცენტრში. ქეითმა ბავშვები შეაქო და მოჰყვა, როგორ იქცევა სამზარეულოში მისი უფროსი შვილი.

„როდესაც მე და ჯორჯი სახლში საჭმელს, ან დესერტს ვამზადებთ, შოკოლადი და სხვა ინგრედიენტები სახლის ყველა კუთხეში შეგხვდებათ. ასეთ ქაოსს აწყობს მუდმივად,“ – განაცხადა მიდლტონმა და აღნიშნა, რომ ჯორჯის ერთ-ერთი საყვარელი საჭმელი სპაგეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები