LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი საქველმოქმედო მისიით უელსს ესტუმრა

54

ქეით მიდლტონი საქველმოქმედო მისიით უელსს ესტუმრა, სადაც საკუთარი პროგრამის Action for Children ფარგლებში, რომელიც  გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარება, რამდენიმე მათგანიც მოინახულა, შემდეგ კი ორგანიზაცია Caerphilly Family Intervention Team წარმომადგენლებს შეხვდა. მოგვიანებით, კენსინგტონის სასახლის „ტვიტერზე“ გაჩნდა შემდეგი შინაარსის პოსტი: „კემბრიჯის ჰერცოგინია ამაყობს, რომ დედოფლის საქმიანობას განაგრძობს და Action for Children-ის პატრონაჟით არის დაკავებული“.

აღსანიშნავია, ამ ვიზიტისთვის მიდლტონმა აირჩია ჩაცმულობა, რომელიც მას 2012 წელს, ამავე ფონდთან თანამშრომლობის დროს ეცვა: მუქი წითელი პიჯაკი და მოკლე ქვედა ბოლოს კომპლექტი Paule Ka-გან.

საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა აღნიშნულ შეხვედრაზე, რასაც მედიამ ქეითის სუსტი მხარე შეარქვა – პრინცის მეუღლემ ამერიკული ბილიარდი 15 წლის კრეიგ დევისთან ითამაშა და წააგო. თამაშის დასრულების შემდეგ მოზარდმა ჰერცოგინია მოკლედ შეაფასა: „ის საშინელი მოთამაშეა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები