LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი საყვარელი ჩექმით, რომელსაც უკვე 14 წელია ატარებს (ფოტო)

39

ჯერ კიდევ გუშინ ქეით მიდლტონი ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდა, ამჯერად კი ორსული მიდლტონი ლონდონის ერთ-ერთ სკოლას ეწვია. ეს სკოლა მებაღეთა საზოგადოებას აერთიანებს, რაც სასკოლო ასაკის ბავშვებში მებაღეობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს. Robin Hood Primary School-ში სტუმრობისას ქეითი ქეჟუალის სტილის სამოსში გამოჩნდა. ის შავ როლინგში, შარვალსა და ქურთუკში იყო წარმოდგენილი. ასევე ქეითზე კვლავ ვიხილეთ Penelope Chilvers-ის ჩექმა, რომელიც მას ჯერ კიდევ 2003 წელს, პრინც ულიამთან ქორწინებამდე ეცვა. ამ ჩექმით ის რამდენჯერმე გამოჩნდა სხვადასხვა სახის ღონისძიებაზე და ჩანს, რომ ამ ფეხსაცმელში მიდლტონი თავს კომფორტულად გრძნობს.

ფოტოებიდან ჩანს, რომ მიდლტონმა მესამე ორსულობაში წონაშიც საგრძნობლად მოიმატა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები