LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი შვილებს “ჩვეულებრივ ბავშვებთან” ურთიერთობის ნებას არ აძლევს

50

როგორი ლოიალური და უშუალოც არ უნდა იყოს ქეით მიდლტონი, სამეფო სტატუსი არ აძლევს საშუალებას, საზოგადოების რიგითი წევრი იყოს. საკუთარ თანატოლებთან დისტანცირებას ქეითი შვილებსაც ასწავლის. რამდენიმე დღის წინ ბლოგერებმა აღმოაჩინეს, რომ ქეითი პრინც ჯორჯსა და პრინცესა შარლოტას „ჩვეულებრივ ბავშვებთან“ ურთიერთობას უზღუდავს.

მიდლტონი ჯორჯთან ერთად ლონდონში საბავშვო პარკის გახსნას დაესწრო. თვითმხილველების ინფორმაციით, ღონისძიებაზე ქეითი ცდილობდა, ჯორჯისთვის ხელი არ გაეშვა და სხვა ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება არ მიეცა.

სამეფო ოჯახთან დაახლოებული ინფორმატორი ამბობს, რომ მიდლტონი ელისაბედ მეორის მსგავსად ყველაფრის კონტროლს საკუთარ თავზე იღებს და მცირეწლოვან შვილს სამეგობრო წრეს თავად ურჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები