LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი ვესტ-ენდის სამეფო თეატრის სპექტაკლს დაესწრო

86

ქეით მიდლტონი ვესტ-ენდში მდებარე სამეფო თეატრის საპატიო სტუმარი გახდა. კემბრიჯის ჰერცოგინია ცნობილი მიუზიკლის „42-ე ქუჩის“ პრემიერას დაესწრო. პრინცის მეუღლე წითელ ხალიჩაზე საქველმოქმედო ორგანიზაცია East Anglia’s Children’s Hospices-ის წარმომადგენლის რანგში გამოჩნდა, რომელიც მისი პატრონაჟის ქვეშ 2012 წლიდან ფუნქციონირებს.

ღონისძიებისთვის ქეითმა მუქი წითელი ფერის მაქმანებით გაწყობილი კაბა შეარჩია და მას ამავე ფერის ხელჩანთა და საყურეები მოუხდინა. ჰერცოგინია თეატრის დასსა და დანარჩენ სტუმრებს მიესალმა და შემდეგ მათთან ერთად მიუზიკლს უყურა.

სპექტაკლის ბილეთებიდან გაყიდული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადაირიცხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები