LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის და ორსულადაა

80

კემბრიჯის ჰერცოგინიას ქეით მიდლტონის უმცროსი და ფილიპა (პიპა) მიდლტონი ორსულადაა. ეს პიპასთვის პირველი შვილია. ამის შესახებ dailymail-იწერს.

როგორც გამოცემა წერს, 34 წლის პიპა 12 კვირის ორსულია. სიახლემ ძალიან გაახარა ქეით მიდლტონი, რომელიც ასევე ორსულადაა.

კემბრიჯის ჰერცოგინიას უმცროსი და ფილიპა (პიპა) მიდლტონი ცოლად მილიარდერ ჯეიმს მეთიუსს 2017 წელს გაჰყვა.

პიპა მიდლტონის თეთრი კაბა ბრიტანელმა მოდელიერმა ჯაილზ დიკონმა შექმნა. ტაბლოიდები აღნიშნავენ, რომ უმცროსი დის კაბა, თავად ქეით მიდლტონის კაბას ჩამოჰგავდა, რომელიც მას 2011 წელს, პრინც უილიამთან ქორწინების დღეს ეცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები