LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის სპორტული და კლასიკური დღის ქრონიკა (ფოტო)

78

ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა, კანადაში ვიზიტის ფარგლებში, ექსკურსიისთვისაც მოიცალეს. ამჯერად სამეფო წყვილი ქალაქ ბელა ბელას ესტუმრა, სადაც მათ ადგილობრივები სიურპრიზებითა და საჩუქრებთ დახვდნენ.

სამეფო წყვილი ექსკურსიაზე ადგილობრივ ტყეშიც იმყოფებოდნენ, სადაც მათ გზადაგზა სხვადასხვა წარმოდგენებით ხვდებობდნენ. ეს ადგილი ცნობილია იმითაც, რომ აქ ამინდი ყოველი 15 წუთის ინტერვალით იცვლება. ამდენად ქეითმა სპორტული აქტივობისთვის პრაქტიკული სამოსი შეარჩია. მას Holland and Holland-ის ქურთუკი, Topshop-ის ბლუზონი, Zara-ს ჯინსები და Penelope Chilvers-ს ჩექმა ეცვა, რომლითაც ის ჯერ კიდევ 2004 წელს გამოჩნდა. მოგვიანებით კი პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს მთავრობის სასახლეში სადღესასწაულო ვახშამზე უმასპინძლეს, სადაც ქეითი ბრწყინავდა ულამაზეს წითელ კაბაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები