LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის ულამაზესი კაბა კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია (ფოტო)

192

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში კორნუოლის საგრაფოს ესტუმრნენ. მედია ამჯერად არა ვიზიტის მიზნით, არამედ მიდლტონის ლუქით დაინტერესდა. მიდლტონმა არ გაუცრუა იმედები მოდის მოყვარულებს და ამერიკელი დიზაინერის, ლელა როუზის ულამაზეს ვარდისფერ კაბაში გამოჩნდა. კოქტეილის კაბა, რომელიც საოცრად უხდებოდა მიდლტონს, 1000 ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული.

უილიამი და ქეითი საგრაფოში საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩავიდნენ. სამეფო წყვილი უკვე იმყოფებოდა საგრაფოს ადმინისტრაციულ ცენტრში. ქეითმა და უილიამმა  ასევე მოინახულეს ადგილობრივი ეკლესია და ახალგაზრდული ორგანიზაცია.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები