LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონისა და პრინცების მორიგი ოფიციალური ვიზიტი ოლიმპიურ სტადიონზე შედგა

54

ქეით მიდლტონი და პრინცები, უილიამი და ჰარი მორიგი ოფიციალური ვიზიტით ლონდონის ოლიმპიურ სტადიონს ესტუმრნენ. სამეფო ოჯახის წევრები პროგრამა Coach Core-ის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.  ღონიძიება 2012 წლიდან იღებს სათავეს და მას საფუძველი სწორედ ბრიტანელმა მონარქებმა ჩაუყარეს.

ბუნებრივია, მთელი ყურადღება ქეით მიდლტონის მიმართ იყო მიპყრობილი, რომელიც მალე მესამე შვილის დედა გახდება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მან კომფორტული და პრაქტიკული სამოსი აარჩია. კემბრიჯის ჰერცოგინიას „ლორენცო სერაფინის“ ლურჯი ფერის პიჯაკი, შავი შარვალი და საშუალო ქუსლზე ამავე ფერის ფეხსაცმელი ეცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები