LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა ანჯელინა ჯოლის ანსამბლი გაიმეორა (ფოტო)

95

ქეით მიდლტონი ხშირად ირჩევს სამოსს ლეგენდარული დიზაინერების კოლექციებიდან და იმეორებს ცნობილი ვარსკვლავების ლუქს. ჰოლანდიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მიდლტონი  საყვარელი დიზაინერის, Catherine Walker-ის ცისფერი კაბით გამოჩნდა. ესაა კაბა, რომლის ანალოგიც ჩვენ 2014 წელს ანჯელინა ჯოლიზე ვიხილეთ. ჯოლის ეს კაბა მაშინ ეცვა, როცა ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელიზაბეტს ხვდებოდა. ანჯელინას კოსტიუმის ავტორი Ralph & Russo-ს მოდის სახლი იყო.

ამჯერად მიდლტონმა არა მარტო ანჯელინას ანსამბლი გაიმეორა, არამედ ვარცხნილობა და მაკიაჟიც. ზოგადად მიდლტონი მინიმალისტურ მაკიაჟს ატარებს, ასეთივე მაკიაჟით ვიხილეთ ჯოლი დედოფალთან შეხვედრისას.  ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მიდლტონს ვარსკვლავბის მსგავს სამოსში ვხედავთ. მაგალითად ბუტანში ვიზიტისას ქეითი Tory Burch-ის კაბით გამოჩნდა, რომელიც ამავე დღეს დრიუ ბერიმორს ეცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები