LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა ბუკინგემის სასახლეში „სამეფო მოდის კვირეულს“ უმასპინძლა (ფოტო)

77

ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოვების ცერემონიის მეორე დღეს ქეით მიდლტონი ბუკინგემის სასახლეში საზეიმო ცერემონიალს დაესწრო. Commonwealth Fashion Exchange ლონდონში მოდის კვირეულის პარალელურად იმართება და მას სამეფო ოჯახის წევრები მასპინძლობენ. ამჯერად ეს მისია საკუთარ თავზე პრინცი უილიამის მეუღლემ და პრინც ედვარდის მეუღლემ, სოფიამ აიღეს.

სასახლეში თავი მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მოიყარეს. მათ შორის იყო ამერიკული მოდის Vogue-ის რედაქტორი, ანა ვინტური, დიზაინერი სტელა მაკარტნი და სუპერმოდელი ნაომი ქემპბელი. სტუმრებმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი კაბების კოლექცია დაათვალიერეს, რომელიც 52-მა სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერმა შექმნა.

ქეით მიდლტონი, რომელიც ორსულობის მეშვიდე თვეში იმყოფება, Erdem-ის ბრენდის შავ-თეთრი კაბით გამოჩნდა. პრინცესა სოფიამ კი არჩევანი Burberry-ს შავ კაბაზე გააკეთა. საინტერესოა, რომ მოდის სახლი Burberry და სტელა მაკარტნი ღონისძიების ერთ-ერთი წარმომდგნებიც არიან. ცნობილია, რომ ქეითს ყველაზე მეტად ნიგერიელი დიზაინერის, Nkwo-ს კოსტიუმი და კარენ უოკერის ხელნაკეთი კაბა მოეწონა, რომლის შექმნაზეც 1000 საათი დაიხარჯა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები