შოტლანდიაში ვიზიტად მყოფმა ქეით მიდლტონმა საკუთარი სპორტული უნარები გამოავლინა – ქეითმა ჩოგბურთი პროფესიონალ მწვრთნელთან, ჯუდი მარეისთან ითამაშა. ჯუდი ჩოგბურთის ორი ბრიტანელი ვარსკვლავის – ენდი და ჯეიმი მარეების დედაა.
მიდლტონი სკოლის ათამდე მოსწავლესა და მასწავლებელს შეუერთდა, რომლებსაც სურდათ, ჩოგბურთის ძირითადი პრინციპები შეესწავლათ. ღონისძიება გაიმართა ედინბურგის სკოლაში, რომელიც ჯუდი მარეიმ გახსნა.