LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა და პრინცებმა ფსიქიკური პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრეს

68

17 იანვარს, ქეით მიდლტონი და პრინცები, უილიამი და ჰარი საქველმოქმედო ინიციატივის Heads Together მხარადსაჭერ ბრიფინგზე იმყოფებოდნენ, სადაც 2017 წლის გეგმები განიხილეს.

„ჩვენი მიზნისკენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა წინ კიდევ ბევრი საქმეა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისაუბროს ფსიქიკურ პრობლემაზე“, – განაცხადა მიდლტონმა.

ქეითს მხარი მეუღლემ დაუჭირა და დაამატა, რომ ჯანმრთელობის ფსიქიკური პრობლემებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია.

სპეციალურად ამ დღისთვის ქეით მიდლტონს “ერდემ ევიტას” კაბა ეცვა, რომელიც 1 559 ფუნტი სტერლინგი ღირდა, ფეხზე “თოდსის” ფეხსაცმელი და “მალბერის” ხელჩანთა ეჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები