LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა და პრინცებმა ლონდონის მარათონში მონაწილეობა მიიღეს (ვიდეო)

41

პრინცებმა, უილიამმა და ჰარიმ და ქეით მიდლტონმა ლონდონის მარათონისთვის ოლიმპიურ პარკში 100 მეტრი გაირბინეს. 35 წლის ჰერცოგინიას შავი შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და წითელი  ფერის Perfect Moment-ის ქურთუკი ეცვა.

პირველი ფინიშთან 32 წლის ჰარი მივიდა, მას თავისი ძმა, უილიამი მიჰყვა, ხოლო ქეითმა ას-მეტრიანი მანძილი ბოლომ დაფარა და ფინიშის ხაზს სიცილით მიუახლოვდა.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს, ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე საქველმოქმედო გარბენი მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას 35 ათასამდე მორბენალი მიიღებს. შემოსული თანხა მთლიანად არაკომეციულ ორგანიზაციებში გადაირიცხება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები