LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა მესამე შვილის დაბადების თარიღი გაამხილეს

32

ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა მესამე შვილის დაბადების თარიღი გაამხილეს. კენსინგტონის სასახლის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა განცხადება, რომ ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მესამე შვილი ქვეყანას, პრინცესა შარლოტას დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე, აპრილში მოევლინება.

შეგახსენებთ, რომ პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა ლონდონის ცენტრში მდებარე წმინა მარიას სახელობის კლინიკაში დაიბადნენ. იმ შემთხვევაში თუ სახლში მშობიარობას არ გადაწყვეტს, მიდლტონი ამჯერადაც ამ კლინიკის მომსახურებით ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომ უილიამის მესამე შვილი ტახტის რიგით მეხუთე მემკვიდრე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები