LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა დედობის სირთულეებზე ისაუბრა

57

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების საკითხებს. ამ თემასთან დაკავშირებით ლონდონში გინეკოლოკთა სპეციალურ კოლეჯში ქეით მიდლტონმა ლექცია გამართა.

დედის დღესთან დაკავშირებით, რომელსაც ბრიტანელები ამ უქმეებზე აღნიშნავენ, ქეითმა სპეციალური თემატიკის ფილმის ჩენება მოაწყო, რომელიც მშობიარობის შემდგომ დეპრესიას და დედებისა და ახალშობილების კეთილდღეობას ეძღვნება. პრინცის მეუღლემ პირად გამოცდილებაზეც ისაუბრა.

„დედობამ დიდი გამოცდილება მომცა. პერიოდულად პრობლემები მეც კი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სახლში დიდი მხარდაჭერა მაქვს, ეს კი ბევრ ქალს არ გააჩნია. როდესაც დედა უნდა გახდე, ერთმანეთში ბევრი ემოცია ირევა: ბედნიერება, მოლოდინი, იმედი, შიში – ეს ყველაფერი ერთ საათში ქრება. ყველაზე უკეთესი რაც შეიძლება გააკეთოთ, იზრუნოთ საკუთარ ოჯახზე“.

ქეითმა ყველა მშობელს, რომლებიც ყოველდღიურ სირთულეებს აწყდებიან, ურჩია ამის შესახებ ახლობელ ადამიანებს ესაუბრონ, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობიან.

შეგახსენებთ, რომ მიდლტონი ორ შვილს – პრინც ჯორჯსა და პრინცესა შარლოტას ზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები