LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე ვარდისფერებში აღნიშნა (ფოტო)

54

გუშინ მთელ მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე აღნიშნეს. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ლონდონში ღონისძიებების სერია გაიმართა, რომელსაც ქეით მიდლტონი, პრინცი უილიამი და ჰარი ესწრებოდნენ.

სამეფო ოჯახის წევრები საქველმოქმედო ორგანიზაცია Heads Together-ის ესტუმრნენ, რომელიც  ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზეა ორიენტირებული. მიდლტონმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებიც მოინახულა და მათ პირადად გაესაუბრა. მოგვიანებით კი სამეფო ოჯახმა ცენტრი დაათვალიერა. ქეით მიდლტონს ამ განსაკუთრებულ დღეს ვარდისფერი კაბა ეცვა, რომელიც ვარდებით იყო დაპრინტული. მედიაში წერდნენ, რომ მიდლტონმა ვარდისფერი ფერი სპეციალურად შეუხამა ამ დღეს. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ეს კაბა Kate Spade-ს ეკუთვნის და ის 428 ფუნტი სტელრლინგი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები