LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვები მოინახულა

101

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი ლონდონში, ანა ფრეიდის სახელობის ფსიქოლოგიურ ცენტრს ესტუმრა. აღნიშნული ცენტრი პრინცის მეუღლის პატრონაჟით 2016 წლიდან ფუნქციონირებს და მასში ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მკურნალობა მიმდინარეობს.

მიდლტონს Eponine-ის კაბა-ქურთუკი და Rupert Sanderson-ის ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, ხელში Stuart Weitzma-ს ქლაჩი ეჭირა და Ballon Bleu de Cartier Stainless Steel Watch-ის მაჯის საათი ეკეთა.

ჰერცოგინიამ ცენტრის აღსაზრდელები მოინახულა და დედობის რთულ მისიაზეც ისაუბრა:

„იყო მშობელი – არც ისე მარტივია. და თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა სირთულეებს და იმას, რომ დამხმარე არ გყავს, ყველაფერი გაცილებით რთულია. მიკვირს, როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ჩვენ ყველას“, – განაცხადა ქეითმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები