LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის საღამოზე ცრემლები ვერ შეიკავა (ფოტო)

64

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა 14 ივნისს, ლონდონის გრენფელ თაეურში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება წმინდა პავლეს საკათერდრო ტაძარში გაიმართა და მასში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად პრინცმა უილიამა, ჰარიმ, ქეით მიდლტონმა და კამირა პარკერ-ბოულზმაც მიიღეს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ 24 სართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს ლონდონში 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქეით მიდლტონი ტაძარში შავი ფერის სამოსში მივიდა. წინა რიგებში მჯდომმა მიდლტონმა მსხვერპლთა გახსენებისას ცრემლები ვერ შეიკავა. საერო ჯამში გახსენების საღამოს 1500-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ  ბრიტანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები