LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა ლონდონის ტერაქტის შედეგად დაზარალებულები მოინახულა

44

ბოლო პერიოდში დიდ ბრიტანეთში ორი ტერაქტი მოხდა, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო გაცილებით მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. კემბრიჯის ჰერცოგინიამ დაზარალებულთა მონახულება გადაწყვიტა, რომლებიც ამ დროისთვის “სამეფო კოლეჯის ჰოსპიტალში” მკურნალობენ.

ქეით მიდლტონი სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ექიმებს შეხვდა და დაზარალებულების ჯანმრთელობაზე გაესაუბრა. როგორც გაირკვა, შვიდი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ექიმებმა პრინცის მეუღლეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები