LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა პოპმპეზურ პრემიერას ქველმოქმედება ამჯობინა (ფოტო)

41

სანამ პრინცი უილიამი „ვარსკვლავური ომების“ მსოფლიო პრემიერას ესწრება, ქეით მიდლტონი დროს ქველმოქმედებას უთმობს. ამჯერად ქეითი კენსინგტონში ორგანიზაცია The Rugby Portobello Trust-ს ესტუმრა, სადაც  წინასაშობაო წვეულებას დაესწრო. მიდლტონმა, რომელიც მესამე ბავშვს ელოდება, პატარებს საჩუქრები გადასცა და მათთან ითამაშა კიდეც. ფოტოები კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ფოტოგრაფებმა მიდლტონი ცენტრთან დააფიქსირეს, სადაც ის Seraphine Maternity-ს პალტოში იყო გამოწყობილი. ეს პალტო ქეითზე 2014 წელს იორკში ვიზიტის დროსაც ვიხილეთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები