LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მოსი ელვის პრესლის კლიპში გამოჩნდება

259

ელვის პრესლი წლების წინ გარდაიცვალა, თუმცა დღემდე ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი მომღერალია. ამჯერად კი, როგორც მისი ოჯახის წარმომადგენლისგან ხდება ცნობილი, პრესლის სიმღერაზე კლიპის გადაღება იგეგმება. საუბარია იმაზეც, რომ მომღერლის ახალი ალბომის, „Тhe Wonder of You“ პრომო-რგოლში 42 წლის სუპერმოდელს, ქეით მოსს ვიხილავთ.

თავად მოდელი ბედნიერია ამ სიახლით და აცხადებს, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მისთვის ოცნების ასრულების ტოლფასია.

შეგახსენებთ, რომ ეს ქეითისთვის კლიპში მონაწილეობის პირველი შემთხვევა არ არის: აქამდე ის ელტონ ჯონის კლიპში „Something About the Way You Look Tonight“, მარიანა ფეიტფულის ვიდეოში „Sex with Strangers“, „ოაზისის“ კლიპში „Fade Away and Don’t Go Away“ გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები